სპორტული მედიცინა ქართველი ხალხის გვერდით
Aa
Aa

სპორტული მედიცინა ქართველი ხალხის გვერდით

მსოფლიოში მიმდინარე ეპიდემიის გამო საქართველოს მასშტაბით საკარანტინო რეჟიმი ამოქმედდება.ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

ასევე პრემიერის თქმით, საქართველოში ხვალიდან 21:00-დან დილის ექვს საათამდე კომენდანტის საათი იმოქმედებს.

ქვეყანაში დაძაბული ვითარების დროს სპორტული მედიცინის ასოციაცია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაცია და საქართველოს ოლიმპიური ნაკრების სამედიცინო სამსახურის წარმომადგენლები, ზურაბ კახაბრიშვილის ხელმძღვანელობით, მზად ვართ, გავემგზავროთ ქვეყანაში არსებულ, სხვადასხვა საკარანტინო წერტილში და გავუწიოთ შესაბამისი სამედიცინო დახმარება, დაავადებულ თუ კარანტინში მყოფ ნებისმიერ პირს(ებს).“- წერს ძალოსნობის ნაკრების ექიმი გიორგი ჭინჭარაული

კორონავირუსის გამო, ქვეყანაში 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. 23 მარტს კი, მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი გამოცხადდა.

ამ დროისთვის საქართველოში ვირუსი 100 კაცს დაუდგინდა, რომელთაგანაც 18 უკვე გამოჯანმრთელდა

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები