COVID-19 | პიკე და რამოსი მასშტაბურ მუსიკალურ საქველმოქმედო ფესტივალს შეუერთდნენ
Aa
Aa

COVID-19 | პიკე და რამოსი მასშტაბურ მუსიკალურ საქველმოქმედო ფესტივალს შეუერთდნენ

LaLigaSantander Fest-ი გახლავთ მასშტაბური მუსიკალური პროექტი ესპანეთში, რომელიც კორონავირუსთან ბრძოლისთვის წამოიწყეს და მასში მონაწილეობას მუსიკოსებთან ერთად ცნობილი ესპანელი სპორტსმენებიც იღებენ, რათა შეგროვდეს გარკვეული თანხა, რომელიც საავადმყოფოებს გადაერიცხებათ და ინფიცირებულთა მკურნალობას მოხმარდება.

Daily Mail-ის ცნობით, ამ წამოწყებას დღეს სერხიო რამოსი, ხერარდ პიკე და სანტი კაზორლა შეუერთდნენ. ცნობილია, რომ თანხმობა განაცხადა რაფაელ ნადალმაც.

ამ წამოწყების მთავარი ინიციატორი ლა ლიგის გენერალური სპონსორი Santander Bank-ი და Universal Music Group-ი გახლავთ.

ფესტივალი პირდაპირ ეთერში 180-ზე მეტ ქვეყანაში გადაიცემა და მასში მონაწილეობას მსოფლიოს 20 ცნობილი მომღერალი მიიღებს. ონლაინში კი შეგროვდება შემოწირულობები, თანხები რომლებსაც ხალხი გაიღებს.

თავდაპირველად ფესტივალში მონაწილეობის მიღებას დათანხმდნენ ივან რაკიტიჩი, ხესუს ნავასი, კოკე და საულ ნიგესი.

ფესტივალი პირდაპირ ეთერში სოციალურ ქსელებშიც დაიდება, ასევე იქნება იუთუბზეც, რომელიც ევროპის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

აქვე გეტყვით, რომ Santnder Bank-მა დასაწყისისთვის 447 000 ფუნტი უკვე გამოყო.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთში დღეის მონაცემებით კოვიდ-19-ით 65,719 ადამიანია ინფიცირებული. გარდაიცვალა 5,138 ადამიანი, 9,357    კი გამოჯანმრთელდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები