ისტორიაში პირველად - ოლიმპიური თამაშები გადაიდო!
Aa
Aa

ისტორიაში პირველად - ოლიმპიური თამაშები გადაიდო!

უკვე დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტოკიოში გასამართი 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშები  კორონავირუსის გამო ერთი წლით გადაიდო.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, თომას ბახმა იაპონიის პრემიერ-მინისტრ შინძო აბეს რჩევა გაითვალისწინა და თამაშების გადადებაზე საბოლოო თანხმობა განაცხადა.

ამის შესახებ აბეს მიერ გაკეთებული კომენტარი BBC-იმ გაავრცელა: "საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ ტომას ბახს თამაშების 1 წლით გადადება შევთავაზე, რაც პასუხად 100%-იანი თანხმობა მივიღე".

ტომას ბახს, შინძო აბესა და ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელ ესირო მიროს შორის სატელეფონო კონფერენცია დღეს შედგა.

ოლიმპიური თამაშების ჩატარება 2020 წლის 24 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით იყო დაგეგმილი, ახალი თარიღი კი ჯერჯერობით უცნობია.

აღსანიშნავია, რომ ოლიმპიადების ისტორიაში პირველად მოხდა, როცა თამაშები გადაიდო. მსოფლიო ომის გამო ერთ-ერთი ოლიმპიადა საერთოდ გაუქმდა.

ბოლო მონაცემებით, იაპონიაში კორონავისრუსით 1140 ადამიანი დაინფიცირდა, 42 მათგანი კი გარდაიცვალა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები