ლეო და ცელქი ჩირო - როგორ ინარჩუნებს ფორმას მესი სახლში
Aa
Aa

ლეო და ცელქი ჩირო - როგორ ინარჩუნებს ფორმას მესი სახლში

კორონავირუსის გამო საფეხბურთო ჩემპიონატები გაურკვეველი ვადითაა შეჩერებული. ფეხბურთელები სახლებში იმყოფებიან და ფიზმომზადების მწვრთნელებისგან ინსტრუქციებს ადგილზევე იღებენ.

ბოლო დღეებში ბევრმა სპორტსმენმა გამოაქვეყნა ვიდეო, თუ ფოტომასალა სადაც ვხედავთ, როგორ ვარჯიშობენ ისინი სახლში.

გამონაკლისი არც ლეო მესი გახლავთ. Otro-მ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს თუ როგორ ვარჯიშობს არგენტინელი საკუთარ სპორტდარბაზში. იქვე მამასთან ერთად იმყოფება პატარა ჩირო (მე-3 შვილი).


ლა ლიგაში ოპტმისტურ განწყობას ინარჩუნებენ და ჩემპიონატის მაისის შუა რიცხვებში განახლებას გეგმავენ. შეხვედრებს კი ყოველ მეორე დღეს გამართავენ, რათა ყველაფრის დასრულება ივნისის ბოლოს იყოს შესაძლებელი.

ამ ინფორმაციას Cadena Cope ავრცელებს და წერს, რომ ხსენებული ინიციატივის მთავარი მომხრე ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი გახლავთ.

ამ მომენტისთვის რთული სათქმელია რა და როგორ მოხდება. კორონავირუსის გავრცელების მხრივ ესპანეთი მოწინავე 3 ქვეყანას შორის იმყოფება.

დღეის მონაცემებით ესპანეთში ჯამში 21,571 ადამიანი დაინფიცირდა, 1,093 გარდაიცვალა, ხოლო 1,588 გამოჯანმრთელდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები