Aa
Aa

შირერი: „სეზონის ჩამთავრების გარეშე ლივერპულის ჩემპიონად გამოცხადება უსამართლობაა"

ინგლისელი ფეხბურთელის, ალან შირერის აზრით, უსამართლობა იქნება თუ პრემიერ ლიგის სეზონის ჩამთავრება ვერ მოხერხდება და „ლივერპული“ ჩემპიონად მაინც გამოცხადდება.

ლეგენდარულმა თავდამსხმელმა შექმნილი ვითარების შესახებ The Sun-თან ისაუბრა.

„თუ სეზონის ჩამთავრება ვერ მოხერხდა, გამარჯვებულები და დამარცხებულები არ გვეყოლება. თუ ყველა მატჩი არ ჩატარდა, ჩემპიონის სტატუსის ვერავის მიაკუთვნებ და უმაღლესი დივიზიონიდან ვერავის დააქვეითებ. ეს გადაწყვეტილება ლივერპულთან მიმართებით ძალიან მკაცრი იქნება. მართალია, კლოპის გუნდს ვერავინ დაეწევა, მაგრამ ჩემი აზრით, სეზონის ჩამთავრების გარეშე, ლივერპულის ჩემპიონად გამოცხადება დიდი უსამართლობაა.

წითლებს ტიტულის გასანაღდებლად 6 ქულის მოპოვება სჭირდებათ, მაგრამ დღევანდელი მონაცემებით, მათ ჩემპიონობა გაფორმებული არ აქვთ, სწორედ ამიტომ, მიმდინარე სეზონის შედეგები უნდა გაუქმდეს.

ლივერპულს ტიტული განაღდებული რომ ჰქონდეს, სხვანაირი ვითარება გვექნებოდა. თუმცა მერსისაიდელებმა ეს ვერ შეძლეს და გამომდინარე აქედან, შედეგების გაუქმება ერთადერთი ვარიანტია“.

შეგახსენებთ, რომ კლოპის გუნდი პირველ ადგილს 82 ქულით იკავებს. მეორე პოზიციაზე მყოფ „სიტის“ კი, 57 ქულა აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები