Aa
Aa

სულშერი: „არ მეგონა, ფრედის გოლს თუ მოვესწრებოდი"

„მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ოლე გუნარ სულშერმა „ბრიუგესთან" მოგებული მატჩის შემდეგ, თავისი შეგირდები შეაქო. ნორვეგიელმა სპეციალისტმა BT Sports-ს მოკლე ინტერვიუ მისცა და განაცხადა.

„გოლებს ფაქტობრივად აღარ ვუშვებთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ფეხბურთელები იღიმიან და მატჩებისას თავდაჯერებულები არიან. ეს კი ახალწვეულთა დამსახურებაა.

ბრიუგესთან მატჩი კარგად დავიწყეთ, მაღალ ტემპში ვმოქმედებდით და ბევრი გოლიც გავიტანეთ. დღეს ზუსტად ისე ვითამაშეთ, როგორც გვინდოდა. ბედნიერი ვარ. ფეხბურთელები პროგრესს აჩვენებენ, რაც ძალიან მახარებს.

სიმართლე გითხრათ, არ მეგონა ფრედის მიერ გატანილ გოლს თუ მოვესწრებოდი. გუნდში ამ თემაზე ხშირად ვხუმრობდით, მაგრამ როგორც იქნა მანაც შეაგდო".

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერმა" „ბრიუგე" 5-0 გაანადგურა. „წითელი ეშმაკების" მხრიდან თავი ფერნანდეშმა, იგალომ, მაკტომინეიმ და ფრედმა გამოიჩინეს. ამ უკანასკნელმა დუბლი შეასრულა და „იუნაიტედის" მაისურით 2018 წლის სექტემბრის შემდეგ, პირველად გაიტანა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები