ბრეიტუეიტი: „ფეხბურთი რელიგია რომ იყოს მესი ღმერთი იქნებოდა
Aa
Aa

ბრეიტუეიტი: „ფეხბურთი რელიგია რომ იყოს მესი ღმერთი იქნებოდა"

„ბარსელონას" ახალწვეულმა, მარტინ ბრეიტუეიტმა კლუბის ოფიციალურ ვებგვერდს ინტერვიუ მისცა, რომელშიც რამდენიმე საინტერესო საკითხის შესახებ ისაუბრა.

დანიელი ფეხბურთელი ბედნიერია „ბარსას" მაისურით ასპარეზობის საშუალება რომ მიეცა და აცხადებს, რომ ამ უქმეებზე გასამართ „ელ კლასიკოს" მოუთმენლად ელის.

„ბარსელონას რიგებში ჩატარებული პირველი ვარჯიში საოცრება იყო. რამდენიმე დღის წინ ლეგანესში ვიყავი, ახლა კი ბარსას ღირსებას ვიცავ. ეს ნამდვილად ახდენილი ოცნებაა".

„ელ კლასიკო უმნიშვნელოვანესი მატჩია, რომელსაც მთელი მსოფლიო თვალს ადევნებს და დარწმუნებული ვარ ამ შეხვედრაში მონაწილეობით უდიდეს გამოცდილებას მივიღებ. ელ კლასიკოზე საუბრისას რონალდინიო მახსენდება. იდეალურად მახსოვს რეალის წინააღმდეგ გამართული მატჩი, რომელშიც მან შესანიშნავად იასპარეზა და მთელი სტადიონის აპლოდისმენტები დაიმსახურა".

ბრეიტუეიტმა ლიონელ მესის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა: „ლიონელ მესის მსგავსად ვერავინ თამაშობს. ფეხბურთი რელიგია რომ იყოს, მესი ღმერთი იქნებოდა. ძალიან გაგვიმართლა ლეო ბარსელონაში რომ ასპარეზობს. ის შესანიშნავი ფეხბურთელია, რომელსაც მატჩების გაკონტროლება შეუძლია".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები