სკანდალი კოსოვოს ფეხბურთში: პრეზიდენტს 9-თვიანი პატიმრობა მიესაჯა
Aa
Aa

სკანდალი კოსოვოს ფეხბურთში: პრეზიდენტს 9-თვიანი პატიმრობა მიესაჯა

კოსოვოს ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელი აგიმ ადემი დაკავებულია. rferl.org-ის ცნობით აგიმ ადემი მეგობართან ერთად ერთ-ერთ ბიზნესმენს 30 000 ევროს ქრთამის აღებას აიძულებდა ან ბიზნესმენს ყალბი დოკუმენტი უნდა დაემზადებინა.

2012 წელს მომხდარი ფაქტი ბიზნესმენმა სამართალდამცველებთან დაადასტურა და ადემმა ამჯერად თავის დაძვრენა ვერ მოახერხა.

დაკავებულ აგიმ ადემის 9-თვიანი პატიმრობა მიესაჯა. აგიმ ადემი კოსოვოს ფეხბურთის მმართველ ორგანოს 2018 წლის ივლისიდან ხელმძღვანელობდა.

შეგახსენებთ, ერთა ლიგის ფინალში შესაძლოა კოსოვოს ნაკრები საქართველოს ''დინამო არენაზე'' დაუპირისპირდეს. თუ კოსოვო ჩრდილოეთ მაკედონიას დაამარცხებს, ხოლო საქართველო - ბელარუსს, მაშინ ერთა ლიგის ფინალში ქართველები და კოსოვოელები ითამაშებს. ერთა ლიგის ფინალი 31 მარტს შედგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები