Aa
Aa

კორონავირუსის გამო შესაძლოა ოლიმპიადა და ევრო 2020 არ ჩატარდეს

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშები შესაძლოა კორონავირუსის გამო არ ჩატარდეს ან გარკვეული დროით გადაიდოს. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით განიხილება, როგორც ოლიმპიადის გადადების, ასევე სხვა ქვეყანაში ჩატარების შესაძლებლობა. ინფორმაციას Tmz.com-ი ავრცელებს.

კორონავირუსის გამო ინფიცირებულთა რაოდენობა 80 000 აღწევს, მათგან 2700 ინფიცირებული გარდაიცვალა და არაერთი სპორტული ღონისძიება გადაიდო, მათ შორის სერია ა-ს შეხვედრები.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლის, დიკ ფაუნდის განცხადებით ამ ეტაპზე არ არსებობს გარანტია, რომ ოლიმპიური თამაშები ჩატარდება. მიუხედავად ამისა ის სპორტსმენებს ურჩევს, რომ ვარჯიში გეგმის მიხედვით გააგრძელონ და ოლიმპიური თამაშებისთვის მოემზადონ.

შეგახსენებთ, ოლიმპიური თამაშები სამჯერ გაუქმდა, 1916 წელს პირველი მსოფლიო ომის გამო. ასევე, 1940 და 1944 წელს, რადგან მეორე მსოფლიო ომი მიმდინარეობდა.

უეფას ვიცე-პრეზიდენტ მიშელ ევას განცხადებით თუ ვითარება გაუარესდება, გარკვეული საფეხბურთო მატჩების გადადება დღის წესრიგში დადგება. ასევე, ვითარების დამძიმების შემთხვევაში ევროპის ჩემპიონატი შესაძლოა გარკვეული ვადით გადაიდოს. მიშელ ევა ამ თემაზე ''როიტერს'' ესაუბრა.

შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს 12 ქვეყანა უმასპინძლებს. ტურნირის პირველი მატჩი რომში გაიმართება, იტალიაში ევროპის მასშტაბით კორნავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, რამაც სერია ა-ს რამდენიმე მატჩის გადადება განაპირობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები