იჯარით ყაზახეთში - ზარანდია კანკავასა და კვეკვესკირის გუნდს შეუერთდა
Aa
Aa

იჯარით ყაზახეთში - ზარანდია კანკავასა და კვეკვესკირის გუნდს შეუერთდა

ქართველი შემტევი, ლუკა ზარანდია კარიერას ყაზახეთის ჩემპიონატში გააგრძელებს და "ტობოლის" მაისურს მოირგებს. ინფორმაცია ყაზახური კლუბის ოფიციალურმა საიტმა დღეს დილით დაადასტურა.

როგორც "ტობოლის" ვებგვერდი წერს, ზარანდია გუნდის რიგებს იჯარის წესით შეუერთდა და ქალაქ კოსტანაიში მიმდინარე წლის 31 ივლისამდე დარჩება, შემდეგ კი "ზულტე ვარეგემს" დაუბრუნდება.

24 წლის გარემარბის თანაგუნდელები ნიკა კვეკვესკირი და ჯაბა კანკავა იქნებიან, რომლებიც კოსტანაიას წარმომადგენელ კლუბში შესაბამისად - 2017 და 2018 წლიდან თამაშობენ.

ზარანდიამ, "ვარეგემის" მაისურით, ბელგიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 18 მატჩი გამართა და აქტივში 3 საგოლე გადაცემა მიითვალა. ყაზახეთის პრემიერ ლიგის ახალი სეზონი 7 მარტიდან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები