სამწუხარო ამბავი - ბათუმის
Aa
Aa

სამწუხარო ამბავი - ბათუმის "დინამომ" ჯონი ბაკურიძე დაკარგა

ბათუმის "დინამოს" ოფიციალური ფეისბუქ გვერდის ინფორმაციით, გუნდის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, ჯონი ბაკურიძე 50 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ბაკურიძე ბათუმური კლუბის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გახლდათ და გუნდის ყოველდღიურ ცხოვრებაში აქტიურად იყო ჩართული.

მოგეხსენებათ, "დინამოში" ახალი გუნდის შენების პროცესია, რომელშიც ერთ-ერთი მთავარი როლი სწორედ ბაკურიძეს ეკისრა. 

CrystalSport-ის რედაქცია მწუხარებას გამოთქვამს ჯონი ბაკურიძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს, მეგობრებსა და სრულიად ბათუმის "დინამოს".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები