ოფიციალურად - უეფამ
Aa
Aa

ოფიციალურად - უეფამ "მანჩესტერ სიტი" ევროტურნირებიდან 2 წლით მოკვეთა!

ცოტა ხნის წინ UEFA-მ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ „მანჩესტერ სიტი“ ევროტურნირებიდან 2 წლით მოკვეთილია. პლუს ამას ჯარიმა 30 მილიონი ევროს ოდენობით.

„ქალაქელებს“ 2012 და 2016 წლებში ფინანსური ფეარ პლეის დარღვევა ედებათ ბრალად. გამოძიება საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა და საბოლოოდ „სიტის“ მოკვეთით დასრულდა.

რა თქმა უნდა, მანჩესტერული კლუბი ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მის გასაჩივრებას გეგმავს. თუ, გასაჩივრებამაც არ გაჭრა, „მანჩესტერ სიტი“ 2020-2021 და 2021-2022 წლების ევროტურნირების სეზონებს გამოტოვებს.

რაც შეეხება მიმდინარე წელს, პეპ გუარდიოლას გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობას გააგრძელებს და 1/8 ფინალში მადრიდის "რეალს" შეხვდება. „სიტის“ პრემიერლიგა უკვე კარგა ხნის დათმობილი აქვს და აქცენტს ლიგაზე აკეთებს, ამჯერად კი მათი მოტივაცია ერთიორად გაიზრდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები