კაკა:
Aa
Aa

კაკა: "ნეიმარს 2020 წელს ოქროს ბურთის მოგება შეუძლია"

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი, კაკა დარწმუნებულია, რომ ნეიმარს 2020 წელს ოქროს ბურთის მოგება შეუძლია. "რეალისა" და "მილანის" ყოფილმა ვარსკვლავმა "ნეის" შესახებ AFP-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

"შეუძლია თუ არა ნეიმარს 2020 წელს ოქროს ბურთის მოგება? რა თქმა უნდა. ნეი ხომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. პრესტიჟული ჯილდოს დასასაკუთრებლად საჭიროა პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგა მოიგოს და ნეიმარი წარმატების მთავარი შემოქმედი იყოს".

კაკამ თავისი სამომავლო გეგმების შესახებაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა: "ვმუშაობ და მომავალში მინდა სპორტული დირექტორის ან მთავარი მწვრთნელის პოსტი ჩავიბარო. ამჟამად მაქსიმალურად დიდი ცოდნის მიღებაზე ვარ ორიენტირებული და ვნახოთ რა მოხდება. პსჟ-ს სპორტულ დირექტორთან, ლეონარდოსთან ახლო კონტაქტი მაქვს და ის ბევრ საჭირო რჩევას მაძლევს".

შეგახსენებთ, რომ "პარი სენ-ჟერმენს" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მეტოქედ "დორტმუნდი" ერგო. პარიზელები პირველ შეხვედრას 19 თებერვალს, სტუმრად გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები