Aa
Aa

ისტორიული რეკორდი! - გოლების მანქანა გერმანიის გაოცებას აგრძელებს

ერლინგ ჰალანდის გერმანული გოლეადა გრძელდება და თინეიჯერმა ნორვეგიელმა უკვე ბუნდესლიგის კლუბების ფეხბურთელთა შორის, ახალი რეკორდი დაამყარა.

ჰალანდმა „ვერდერთან“ გუშინ გამართული სათასო მატჩისას შეცვლაზე ითამაშა და, ტრადიციულად, გოლის გატანაც შეძლო. თუმცა, მისმა გუნდმა 2:3 წააგო და ტურნირს გამოეთიშა.

ნორვეგიელი ფორვარდი ბუნდესლიგის კლუბების ფეხბურთელთა შორის ისტორიაში პირველია, ვინც გუნდის მაისურით ჩატარებულ სადებიუტო 4 მატჩში ერთბაშად 8 გოლი შეაგდო.

19 წლის გოლების მანქანამ „უნიონსა“ და „კიოლნს“ 2-2 ბურთი გაუტანა, „აუგსბურგთან“ თავი ჰეთ-თრიქით გამოიჩინა, გუშინდელ მატჩში კი 1 გოლს დასჯერდა. თანაც, ეს იმ ფონზე, რომ მას „დორტმუნდის“ მაისურით სრულად 90 წუთი ჯერ არც ერთ შეხვედრაში არ უთამაშია.

გავიხსენოთ ისიც, რომ ზაფხულში 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე, ჰონდურასთან 12:0 მოგებული მატჩისას, ჰალანდმა მეტოქის კარში 9 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები