Aa
Aa

უარი ევროპულ გუნდებს - "ფლამენგომ" გაბიგოლი გამოისყიდა

ბრაზილიელი თავდამსხმელი, გაბრიელ ბარბოსა, რომელსაც ევროპიდან არაერთი მსურველი ჰყავდა, ბრაზილიური „ფლამენგოს“ რიგებში დარჩება.

„მენგომ“ „ინტერთან“ მოილაპარაკა და 23 წლის ფეხბურთელის სატრანსფერო უფლებების 80% გამოისყიდა, რაც 18 მილიონი ევრო დაუჯდა. დარჩენილი 20% ნიშნავს იმას, რომ როცა „ფლამენგო“ გაბიგოლს გაყიდის, სატრანსფერო თანხის მეხუთედი „ნერაძურის“ ანგარიშზე უნდა ჩარიცხოს.

გუშინ წელმოწერილი კონტრაქტის მიხედვით, გაბიგოლი „მენგოს“ რიგებში 2024 წლის დეკემბრამდე უნდა დარჩეს.

ახალგაზრდა ფორვარდმა გასული სეზონი შესანიშნავად ჩაატარა და 25 გოლით, ბრაზილიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, მისმა გუნდმა კი ქვეყნის ჩემპიონობასთან ერთად, ლიბერტადორესის თასიც მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები