Aa
Aa

NBA-ში ლილარდი და სიაკამი გამოარჩიეს

გამთენიისას ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეები დაასახელეს. დასავლეთ კონფერენციაში NBA-ს რჩეული საუცხოო ფორმაში მყოფი დემიენ ლილარდი გახდა.

„დეიმ დოლამ“ „პორტლენდს“ ბოლო სამი შეხვედრიდან ორი მოაგებინა და საშუალოდ 52.7 ქულას, 7.3 მოხსნას, 9.3 შედეგიან გადაცემასა და 1 ჩაჭრას აგროვებდა. ლილარდმა „გოლდენ სტეიტთან“ მატჩში პირადი რეკორდი გაიფორმა და 61 ქულას მოუყარა თავი. „დალასთან“ წაგებულ დაპირისპირებაში 47 ქულას დასჯერდა, ხოლო „ინდიანასთან“ მოგებულ შეხვედრაში 50 ქულა ჩააგდო.

აღმოსავლეთ კონფერენციაში NBA-მ პასკალ სიაკამი გამოარჩია. 25 წლის ფორვარდმა „ტორონტოსთან“ ერთად ოთხივე მატჩი მოიგო და „ატლანტა“, „ფილადელფია“, ნიუ იორკ ნიქსი“ და „სან ანტონიო“ დაამარცხა. ამ პერიოდში სიაკამი საშუალოდ 23.5 ქულას, 9 მოხსნას, 2.5 შედეგიან გადაცემასა და 0.8 ჩაჭრას აგროვებდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები