The Sun:
Aa
Aa

The Sun: "ჩელსი" ვიტსელს შეუთანხმდა

ბრიტანული გამოცემის The Sun-ის ინფორმაციით, ლონდონის "ჩელსი" რუსული "ზენიტის" შეახაზელს, აქსელ ვიტსელს, კონტრაქტის პირობებზე შეუთანხმდა და ახლა, მოსალაპარაკებელი კლუბებს შორის ტრანსფერის ფასია. 

27 წლის ბელგიელს რუსულ კლუბთან კონტრაქტი მომავალ ზაფხულამდე აკავშირებს. აქედან გამომდინარე, მისი გასხვისება "ზენიტის" გეგმებშიცაა. 

გავიხსენოთ ვიტსელის კომენტარი, რომელიც მან ცოტა ხნის წინ იტალიურ Gazzetta Dello Sport-თან საუბრისას გააკეთა.

"ჩემი სურვილია, მომავალ სეზონში იტალიის ან ინგლისის ჩემპიონატში ვითამაშო. მინდა ძალები სხვა საფეხბურთო გარემოში გამოვცადო და ახალი გამოწვევა მივიღო". - თქვა მაშინ ვიტსელმა. 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები