განვითარების თასი - საქართველოს 17 წლამდე ნაკრები ტაჯიკეთთან დამარცხდა
Aa
Aa

განვითარების თასი - საქართველოს 17 წლამდე ნაკრები ტაჯიკეთთან დამარცხდა

მინსკში მიმდინარე განვითარების თასზე საქართველოს 17 წლამდე ნაკრები ჯგუფის მესამე შეხვედრაში ტაჯიკეთთან დამარცხდა.

დაძაბული შეხვედრა აზიელების გამარჯვებით ანგარიშით 2:1 დასრულდა.

შეხვედრის მე-12 წუთზე თავური დარტყმით გოლი თორნიკე დუნდუამ გაიტანა.

პირველი ტაიმის ბოლოს ტაჯიკებმა ანგარიში გაათანაბრეს , ხოლო მატჩის მიწურულს კი გამარჯვების გოლიც გაიტანეს.

  

გამართული სამი შეხვედრის შემდეგ გიორგი ჩიტაურის გაწვრთნილმა საქართველსოს ნაკრებმა ჯგუფში 4 ქულა დააგროვა და მესამე ადგილზე გავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები