Aa Aa
22 იანვარი 2020  |  14:46

ორთაბრძოლისას მოჭიდავის მამა შვილის მეტოქეს თავს დაესხა

აშშ-ში, ქალაქ კანაპოლისში უცნაური შემთხვევა დაფიქსირდა. სკოლებს შორის ჭიდაობის ტურნირის მატჩის მიმდინარეობისას ერთ-ერთი მონაწილის მამა ტატამზე შევარდა და თავს თავისი 17 წლის შვილის მეტოქეს დაესხა.

ინციდენტი „საუზისტ გაილფორდისა“ და „ჰიკორი რიჯის“ წარმომადგენლების ორთაბრძოლისას მოხდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა მამა, ბარი ლი ჯონსი უკმაყოფილო გახლდათ იმით, რომ მოწინააღმდეგემ სახიფათო ილეთი გამოიყენა.

 

ჯონსის გადაწყვეტილებას დაპირისპირება მოჰყვა და საბოლოოდ სამართალდამცველებმა დამნაშავის დაკავება მოახერხეს. ბარი ლი კაბარუს ქაუნთის ციხეში გადაიყვანეს, თუმცა მოგვიანებით 1000 დოლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

 

ადგილობრივი პრესის ცნობით მას ბრალად თავდასხმა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა ედება. გავრცელებული ინფორმაციით დაზარალებულ სპორტსმენს მძიმე დაზიანებები არ მიუღია.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში