Aa
Aa

უოკერი შესაძლოა ''შეფილდში'' დაბრუნდეს

Mirror-ის ცნობით ‘‘მანჩესტერ სიტის’’ მცველი კაილ უოკერი შესაძლოა ‘‘შეფილდ იუნაიტედში’’ დაბრუნდეს. ინფორმაცია ‘‘შეფილდის’’ მთავარმა მწვრთნელმა კრის უაილდერმა ბრიტანულ მედიასთან საუბარში გააჟღერა. ინგლისელი სპეციალისტის თქმით უოლკერი შეფილდის ბიჭია და მისთვის კლუბის კარი ყოველთვის ღიაა.

29 წლის მარჯვენა მცველი ‘‘შეფილდ იუნაიტედის’’ აღზრდილია, 2009 წელს კარიერა ‘‘ტოტენჰემში’’ გააგრძელა, თუმცა ერთი სეზონით იჯარით მშობლიურ გუნდს დაუბრუნდა.

უოკერმა ‘‘ქალაქელებთან’’ ერთად პრემიერ ლიგა ორჯერ მოიგო. მიმდინარე სეზონში ‘‘მანჩესტერ სიტის’’ რიგებში პრემიერ ლიგაში 17 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი შეაგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები