Aa
Aa

გოგას 2 ქულა და 2 მოხსნა - „ინდიანამ" ზედიზედ მესამედ მოიგო

გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმა“ მიჯრით მესამე შეხვედრა მოიგო. ნეით მაკმილანის გუნდმა ამჯერად კარლ-ენტონი თაუნსის გარეშე მოასპარეზე „მინესოტა ტიმბერვულვზი“ 104 – 99 დაამარცხა.

ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 4 წუთზე ოდნავ მეტი გაატარა და გუნდს 2 ქულითა და 2 მოხსნით დაეხმარა. გოგამ 1 ორქულიანი ჩააგდო და 1 მოხსნა მეტოქის ფარზე მიითვალა.

„ინდიანას“ წარმატების მთავარი შემოქმედი საბონისი-ბროგდონის დუეტი გახლდათ. ლიეტუველი კალათბურთელი 29 ქულით ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო იყო, ხოლო ბროგდონმა 21 ქულასთან ერთად 6 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა გაიფორმა.

„მინესოტასთან“ გამარჯვებით „პეისერსმა“ აღმოსავლეთ კონფერენციის მეხუთე ადგილი შეინარჩუნა და მეორეადგილოსან „მაიამის“ მხოლოდ 2 მოგებით ჩამორჩება. „ინდიანას“ მომდევნო შეხვედრა 18 იანვარსაა ჩანიშნული და „პეისერსს“ კარგი შანსი აქვს წარმატებული სვლა განაგრძოს. ზეგ გოგა ბითაძის გუნდი საკუთარ კედლებში კვლავ „მინესოტა ტიმბერვულვზს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები