Aa
Aa

ოფიციალურად: "ბარსელონას" კიკე სეტიენი გაწვრთნის!

კატალონიის „ბარსელონამ“ ერნესტო ვალვერდეს პოსტიდან დათხოვნა დაადასტურა და მის ნაცვლად თანამდებობაზე კიკე სეტიენი დანიშნა.

გუშინ გვიან ღამით კლუბის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ბარსამ“ და ვალვერდემ კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს. 55 წლის სპეციალისტმა „ბლაუგრანას“ 2.5-წლის განმავლობაში, 163 შეხვედრაში უხელმძღვანელა, რომელთაგანაც გუნდმა 108 მოიგო, 35 ფრედ დაასრულა და 20-ჯერ დამარცხდა.

2003 წლის შემდეგ ვალვერდე პირველი მწვრთნელია, რომელიც „ბარსელონამ“ პოსტიდან სეზონის მიმდინარეობისას დაითხოვა. მაშინ იგივე ბედი ლუი ვან გაალს ეწია, რომლის „ბარსაც“ ლა ლიგის მე-12 ადგილზე იმყოფებოდა.

რაც შეეხება ახალ თავკაც სეტიენს, იგი ბოლო წლებში 2-2 სეზონის განმავლობაში „ლას პალმასსა“ და „ბეტისს“ წვრთნიდა. სევილიური კლუბი გასულ ზაფხულს, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, მას შემდეგ დატოვა, რაც „ვერდიბლანკოსი“ ლა ლიგის მე-10 ადგილზე გაიყვანა.

61 წლის სეტიენი „ასულგრანასთან“ კონტრაქტს 2022 წლის ზაფხულამდე გააფორმებს, მისი დებიუტი კი შაბათს „გრანადასთან“ გასამართი მატჩისას შედგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები