Aa
Aa

ისტორიაში მეორე სენეგალელი - აფრიკაში მანე გამოარჩიეს!

აფრიკის საფეხბურთო ასოციაციამ, თავისივე კონტინენტის მასშტაბით, 2019 წლის საუკეთესო ფეხბურთელად სადიო მანე დაასახელა.

ეგვიპტის ქალაქ ჰურგადაში გამართულ დაჯილდოების ცერემონიას თავად მანეც ესწრებოდა და პრიზი თავად ჩაიბარა.

„ლივერპულის“ შემტევმა, 2019 წელს, ჩემპიონთა ლიგა მოიგო, სენეგალის ეროვნულ გუნდს კი აფრიკის თასის ფინალში გასვლაში დაეხმარა. მანემ ტურნირზე 3 გოლი შეაგდო.

27 წლის სენეგალელი თავისი ქვეყნის მეორე წარმომადგენელია, რომელმაც აფრიკის წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება მიიღო. აქამდე იგივე ჯილდო ალ ჰაჯი დიუფმა დაიმსახურა, რომელიც 2001 და 2002 წლებში გამოარჩიეს.

აფრიკის კონტინენტის გასული ორი წლის საუკეთესო ფეხბურთელი მოჰამედ სალაჰი გახლავთ. მან წლევანდელ გამოკითხვაში მეორე ადგილი დაიკავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები