Aa
Aa

"ლივერპული" დოჰაშია - ინგლისის თასზე 23-წლამდელთა გუნდით და სხვა მწვრთნელით

ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული „ლივერპული“, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატისთვის მზადებას ყატარის დედაქალაქ დოჰაში აგრძელებს.

იურგენ კლოპის გუნდმა გუშინ „ხალიფა ინთერნეიშენალ სთედიუმზე“ ვარჯიში გამართა, რომელშიც მონაწილეობა შეკრებაზე მყოფმა ყველა ფეხბურთელმა მიიღო. გერმანელი სპეციალისტი დღეს თავის შეგირდებს კლუბის სასტუმროშიც შეკრებს, საიდანაც ისინი „ასტონ ვილასა“ და „ლივერპულს“ შორის, ინგლისის თასის 1/4 ფინალური ეტაპის ეგიდით გასამართი მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას თვალს მიადევნებენ.

ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ „ლივერპულს“ შეხვედრის გადადებაზე უარი უთხრა, ამიტომ მერსისაიდელები დღეს მეტოქეს 23-წლამდელთა გუნდის ფეხბურთელებით დაუპირისპირდებიან, მათი მწვრთნელის მოვალეობას კი ამავე გუნდის თავკაცი - ნილ კრიტჩლი შეასრულებს.

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის 1/2 ფინალში, „ლივერპული“ მექსიკურ „მონტერეის“ 18 დეკემბერს შეხვდება, მეორე ნახევარფინალში კი „ფლამენგო“ „ალ ჰილალის“ წინააღმდეგ ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები