Aa
Aa

"სიტიმ" "არსენალი" დაჩაგრა - დე ბრუინის ბენეფისი (VIDEO)

პრემიერლიგის მე-17 ტურში „არსენალმა“ „სიტის“ უმასპინძლა და უშანსოდ 0:3 დამარცხდა.

ტურის ცენტრალურმა მატჩმა აფიშა არ გაამართლა. გუარდიოლამ „მეთოფეებს“ კვლავ მარტივად მოუგო.

შეხვედრის მთავარი მოქმედი პირი კევინ დე ბრუინი გახდა, რომელმაც 2 გოლთან ერთად საგოლე გადაცემაც შეასრულა და მე-40 წუთისთვის „ქალაქელები“ უკვე 3:0-ს იგებდნენ.

მეორე ნახევარში „არსენალმა“ მოლოდინისამებრ ვერაფერი მოახერხა და დამარცხდა.

პეპის გუნდი 35 ქულით მე-3 პოზიციას იკავებს, ხოლო „არსენალი“ 22 ქულით მე-9 ადგილზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები