ნეიმარის მამამ შვილის მომავალზე განცხადება გააკეთა!
Aa
Aa

ნეიმარის მამამ შვილის მომავალზე განცხადება გააკეთა!

ესპანური პრესა "ბარსას" ბრაზილიელი სუპერსტარის შესახებ მორიგ უახლეს ამბავს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, "პარი სენ ჟერმენის" ხელმძღვანელობას კატალონიის "ბარსელონას" თავდამსხმელის, ნეიმარის დამატების იმედი არ უნდა ჰქონდეს. ამის შესახებ განცხადება ფეხბურთელის მამამ გააკეთა, რომელიც ამავე დროს მისი აგენტიც გახლავთ.

მისი განცხადებით, ნეიმარი ამჟამინდელი კლუბის დატოვებას არ აპირებს და საკუთარ საფეხბურთო მომავალს, მხოლოდ და მხოლოდ "ბარსელონას" უკავშირებს.

"Sport.es"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნეიმარმა "ბარსელონასთან" ახალი კონტრაქტი შესაძლოა მიმდინარე კვირაშივე გააფორმოს, რომლის მიხედვითაც იგი კატალონიურ კლუბში 2022 წლამდე დარჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები