Aa
Aa

იპონი 8 წამით ადრე! ბექაურის ბრწყინვალე გამარჯვება და ოქროს მედალი ჩინეთის მასტერსზე!

ჩინეთის მასტერსის მიმდინარე გათამაშების ფინალში 90 კგ. წონით კატეგორიაში ლაშა ბექაური ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილს შეხვდა და 8 წამით ადრე იპონით დაამარცხა.

ფინალი დაძაბულ და თანაბრა ბრძოლაში წარიმართა, თუმცა საბოლოოდ უკეთესი 19 წლის ბექაური გამოდგა.

როგორც მოგეხსენებათ ნიკოლოზ შერაზადაშვილი ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონია, ის ასევე ჩინეთის მასტერსის მომქედი ოქროს მედალოსანიც გახლავთ.

ლაშა ბექაურს ტურნირის პირველ წრეში არ უასპარეზია, ხოლო მეორე წრეში ჩინელ ებილიგე ბუს სძლია, რასაც მოჰყვა გამარვება ჰოლანდიელ ნოელ ვან ტენდთან.

მეოთხედფინალში ბექაურმა იაპონელთაგან ერთ-ერთი საუკეთესო სანშირო მურაო დაამარცხა, რის შემდეგაც ნახევარფინალი შედგა.

აღსანიშნავია, რომ 100 კგ. წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს ვარლამ ლიპარტელიანი. მისი მეტოქე რუსი არმან ადამიანია.

ცხელი ამბები