Aa
Aa

ჯერარდი „რეინჯერსთან" კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს

„ლივერპულის" ექს-ფეხბურთელი, სტივენ ჯერარდი „რეინჯერსთან" კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ძალიან ახლოსაა. ლეგენდარულმა ინგლისელმა სამომავლო გეგმების შესახებ შოტლანდიურ პრესასთან ისაუბრა.

„კლუბი დაახლოებით 10 დღის წინ დამიკავშირდა. გადაწყვეტილება ძალიან მარტივად მივიღე. აქ ბედნიერი ვარ და მინდა რეინჯერსში დავრჩე. ჩემსა და კლუბს შორის მოლაპარაკებები კარგად და პოზიტიურად მიმდინარეობს. როცა კონტრაქტს ხელს მოვაწერ, აუცილებლად გაიგებთ.

მადლიერი ვარ რეინჯერსის გაწვრთნის საშუალება რომ მომეცა. ჩვენ სწორი მიმართულებით მივდივართ და აიბროქსზე გატარებული დროით დიდ სიამოვნებას ვიღებ.

მე წარმატებას მოწყურებული და მოტივირებული ვარ და მაქსიმუმს გავაკეთებ კლუბს ძველი დიდება რომ დავუბრუნო".

ჯერარდმა გლაზგოური კლუბი 2018 წლის მაისში ჩაიბარა. „სტივი ჯის" სადებიუტო სეზონში „რეინჯერსმა" შოტლანდიის ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა.

ბრიტანული პრესის მიხედვით ჯერარდი „ლურჯებს" საკუთარ მომავალს 2024 წლამდე დაუკავშირებს. ლეგენდარულ ინგლისელს „რეინჯერსის" სამი ფეხბურთელიც მიბაძავს. საუბარი ალან მაკგრეგორზე, სტივენ დევისზე და ჯერმეინ დეფოზეა. ხსენებულ ტრიოსთან გლაზგოელები ერთწლიან ხელშეკრულებას გააფორმებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები