Aa
Aa

„არსენალი" ანჩელოტისთან მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავს

ლონდონის „არსენალი" უნაი ემერის შემცვლელს ეძებს და ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად კარლო ანჩელოტის მოიაზრებს. Daily Mail-ის ინფორმაციით უახლოეს მომავალში „მეთოფეები" იტალიელ სპეციალისტთან მოლაპარაკებებს გამართავენ.

„არსენალის" მესვეურები სხვა ვარიანტებსაც განიხილავენ, მაგრამ ანჩელოტი მას შემდეგ დაწინაურდა, რაც იგი „ნაპოლიდან" გაუშვეს და თავისუფალი აგენტი გახდა.

„მეთოფეების" ხელმძღვანელობა იტალიელი სპეციალისტის დანიშვნის მომხრეა, თუმცა Daily Mail-ის მიხედვით კლუბის მფლობელს სტენ კროენკეს სურს გუნდი ისეთ სპეციალისტს ჩააბაროს, რომელსაც ზურგს „არსენალში" თამაშის გამოცდილება უმაგრებს. ამ კრიტერიუმს კი მიკელ არტეტა და პატრიკ ვიეირა აკმაყოფილებენ.

როგორც მოგეხსენებათ „ნაპოლიმ" კარლო ანჩელოტი რამდენიმე საათის წინ გაათავისუფლა. „პაპა კარლოსთვის" „პარტენოპეის" თავკაცის პოსტზე ბოლო შეხვედრა „გენკთან" გამართული მატჩი გახლდათ, რომელიც ნეაპოლურმა გუნდმა 4-0 მოიგო.

იტალიური პრესის მიხედვით ანჩელოტის ჯენარო გატუზო ჩაანაცვლებს, რომელთანაც „ნაპოლის" სიტყვიერი შეთანხმება უკვე მიღწეული აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები