ლაშა ბექაურის საქმე - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება დაიწყო
Aa
Aa

ლაშა ბექაურის საქმე - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება დაიწყო

19 წლის ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა დღეს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა რომ მას პოლიციელები სასტიკად გაუსწორდნენ. ინციდენტი მარჯანიშვილის ქუჩაზე მოხდა.

მოგვიანებით ბექაურმა პოსტი წაშალა, ინციდენტი კი უარყო. მის განცხადებას ინტერნეტსივრცეში საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

 

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ძიუდოისტ ლაშა ბექაურის მიმართ პოლიციელების მხრიდან შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური განცხადებას ავრცელებს:

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში, მიმდინარე წლის 8 დეკემბერს, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, სპორტსმენ ლ.ბ.-ს მიმართ პოლიციელების მხრიდან განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით დაიწყო, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება“.

ცხელი ამბები