„ევერტონმა
Aa
Aa

„ევერტონმა" მარკო სილვა გაათავისუფლა

"ლივერპულთან" განცდილი კრახის შემდეგ, "ევერტონმა" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან მარკო სილვა გაათავისუფლა.

"კანფეტები" მერსისაიდულ დერბიში 5-2 დამარცხდნენ და დღევანდელი მონაცემებით გასავარდნ ზონაში იმყოფებიან. არადა სეზონის სტარტზე "ევერტონის" მესვეურებს იმედი ჰქონდათ, რომ მათი გუნდი საუკეთესო ოთხეულისთვის იბრძოლებდა.

სილვას გაშვება მოულოდნელობა ნამდვილად არ ყოფილა. ბრიტანული პრესა დიდი ხანი იუწყებოდა, რომ 42 წლის სპეციალისტს "ევერტონის" თავკაცის პოსტს დაატოვებინებდნენ. "ნისლიან ალბიონზე" იუწყებიან, რომ სილვას სავარაუდოდ დევიდ მოიესი შეცვლის.

აქვე გეტყვით, რომ "კანფეტები" მომდევნო შეხვედრას 7 დეკემბერს გამართავენ და რთული გამოცდის ჩაბარება მოუწევთ. "ევერტონი" "გუდისონ პარკზე" შესანიშნავ ფორმაში მყოფ "ჩელსის" მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები