Aa
Aa

"ნიუკასლი" 2:2 "მანჩესტერ სიტი" - "ქალაქელებმა" მორიგი ქულები დაკარგეს (VIDEO)

პრემიერლიგის მე-14 ტურში „მანჩესტერ სიტიმ“ მორიგი ქულები დაკარგა. პეპ გვარდიოლას გუნდი „სენტ ჯეიმს პარკს“ ესტუმრა და „ნიუკასლთან“ 2:2 ითამაშა.

„ქალაქელებმა“ უდიდესი უპირატესობა ვერ გამოიყენეს. პეპის გუნდი ბურთს 77%-ით აკონტროლებდა და კარისკენ 23-ჯერ დაარტყა.

პირველ ტაიმში ანგარიში 22-ე წუთზე რაჰიმ სტერლინგმა გახსნა, რომელსაც 3 წუთში ჯეტრო ვილემსმა უპასუხა.

მეორე ტაიმში გოლი 82-ე წუთამდე არ გავიდა. კევინ დე ბრუინმა მატჩის დასრულებამდე 8 წუთით ადრე „სიტი“ კვლავ წინ გაიყვანა.

ყველას ეგონა, რომ „ქალაქელები“ 3 ქულას მოიპოვებდნენ, თუმცა 88-ე წუთზე ჯონჯო შელვიმ წონასწორობა აღადგინა და მოქმედ ჩემპიონს 2 ქულა დააკარგვინა.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ძალიან ადრეა, უკვე შეგვიძლია ვთქვათ რომ „სიტი“ წელს ჩემპიონობისთვის ვეღარ იბრძოლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები