ნოლიტოს მომდევნო კლუბი ცნობილია
Aa
Aa

ნოლიტოს მომდევნო კლუბი ცნობილია

პოპულარული ესპანური გამოცემის, "Marca"-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "სელტას" თავდამსხმელი ნოლიტო, კარიერას "მანჩესტერ სიტიში" გააგრძელებს.

როგორც აღნიშნული წყარო იუწყება, ესპანეთის ნაკრების თავდამსხმელის თამაშით პირადად ხოსეპ გუარდიოლა არის მოხიბლული და მანჩესტერული გუნდის ხელმძღვანელებს ფეხბურთელის შეძენა მოსთხოვა. კლუბის ახალი დამრიგებლის მოთხოვნების შესრულებას კი შეიხები დაუყოვნებლივ შეუდგნენ და "სელტას" ნოლიტოს სანაცვლოდ 18 მილიონი ევრო შესთავაზეს. შეთანხმების შემთხვევაში კი, ფეხბურთელი ინგლისურ კლუბთან 3 წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

შეგახსენებთ, რომ ნოლიტოს შეძენით "სიტის" გარდა კატალონის "ბარსელონაც" იყო დაინტერესებული, თუმცა "ბლაუგრანას" ხელმძღვანელობამ 18 მილიონის გადახდაზე უარი განაცხადა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები