ლუის სუარეს მირამონტესი:
Aa
Aa

ლუის სუარეს მირამონტესი: "ბუსკეცის ადგილას მწვრთნელს გუნდიდან გაშვებას მოვთხოვდი"

„ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელი ლუის სუარეს მირამონტესი სერხიო ბუსკეცის შესახებ საუბრობს და საკმაოდ საინტერესო მოსაზრებასაც აფიქსირებს.

84 წლის ლეგენდარული ესპანელის სიტყვებს Marca ავრცელებს:

„ბუსკეცის ადგილას, რომ მე ვიყო და კლუბი ისე მექცეოდეს, როგორც მას ექცევა, მწვრთნელს დაველაპარაკებოდი და გუნდიდან გაშვებას მოვთხოვდი.

„ლეგანესთან“ მატჩში ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც დავინახეთ არის ის, რომ ჩვენ ბუსკეცს ვკარგავთ. ის ბედნიერი არ არის, თავისუფლად ვერ თამაშობს.

გუნდმა თამაშს უკლო და ჩვენ ვხედავთ, რომ ბუსკეცის გადაწყვეტილებები მას იმ თამაშის დემონსტრირებაში ხელს უშლის, რასაც აქამდე გვთავაზობდა“.

რთული სათქმელია რამდენად არის პრობლემა ბუსკეცში, რადგან ერნესტო ვალვერდეს ხელში მესის გარდა „ბლაუგრანას“ თითქმის ყველა ფეხბურთელს რეგრესი აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები