Aa
Aa

"მანჩესტერ სიტი" 2:0 "ჩელსი" - "ქალაქელებმა" "არისტოკრატებს" აჯობეს (ვიდეო)

პრემიერლიგის მე-13 ტურში „მანჩესტერ სიტიმ“ „ჩელსის“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.

ტურის ცენტრალური ჯახი მაღალ ტემპში წარიმართა და სანახაობრივიც გამოდგა. ანგარიში სტუმრებმა გახსნეს. 21-ე წუთზე ნგოლო კანტემ ფორვარდის თვისებები გამოავლინა და ლონდონელები დააწინაურა.

„სიტიმ“ „ქამბექის“ შესრულება პირველივე ტაიმში შეძლო. ჯერ 29-ე წუთზე დე ბრუინმა გაათანაბრა, შემდეგ კი 37-ე წუთზე რიად მაჰრეზმა ბრწყინვალე სტილში დრიბლინგის შემდეგ შორეულ დაბალ კუთხეში შეაგდო.

მეორე ნახევარში „ჩელსის“ გათანაბრება შეეძლო, მაგრამ 100%-იანი მომენტი ლამპარდის გუნდს არ ჰქონია.

პეპ გვარდიოლას გუნდმა ამ გამარჯვების შემდეგ 28 ქულა დააგროვა და მე-3 პოზიციას იკავეს. „ქალაქელებს“ 1 ქულით „ლესტერი“, ხოლო 9 ქულით „ლივერპული“ უსწრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები