Aa
Aa

"ეს თავიდან ბოლომდე ნაგავი იყო", - როისის თვითკრიტიკა "პადერბორნთან" მატჩის შემდეგ

ბუნდესლიგის მე-12 ტურში „დორტმუნდმა“ „პადერბორნს“ უმასპინძლა და მოულოდნელად 2 ქულა დაკარგა.

ლუსიენ ფავრის გუნდმა პირველი ტაიმი 0:3 წააგო და მეორე ნახევარში „ქამბექის“ შესრულება შეძლო, თუმცა ეს „დორტმუნდისთვის“ პოზიტივი ნამდვილად არ ყოფილა.

მატჩის შემდეგ იმედგაცრუებული იყო მარკო როისი, რომელმაც DAZN-თან განვლილი შეხვედრა შეაფასა:

„ჩვენ უფლება აღარ გვაქვს მსგავსად კიდევ ვითამაშოთ. არ ვიცით რა მოხდა. თავს ცუდად ვგრძნობთ. ასე თამაშის უფლება აღარ გვაქვს. ეს თავიდან ბოლომდე ნაგავი იყო.

მწვრთნელი ჩვენ ყოველ ჯერზე შესანიშნავ მდგომარეობაში გვამყოფებს. მოთამაშეებმა პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ იმაზე, რაც მოედანზე მოხდა. საკუთარ თავზე უნდა ვისაუბროთ და არა მწვრთნელზე“.

შეგახსენებთ, რომ „დორტმუნდს“ სამშაბათს „კამპ ნოუზე“ ჩასვლა ელის. ფავრის გუნდი „ბარსელონასთან“ უმნიშვნელოვანეს შეხვედრას გამართავს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები