აზარმა აღიარა! - „5 კილოგრამით მეტს ვიწონიდი“
Aa
Aa

აზარმა აღიარა! - „5 კილოგრამით მეტს ვიწონიდი“

ედენ აზარმა აღიარა, რომ მადრიდის „რეალის“ წინასასეზონო ტურნეს დაწყებისას ზედმეტი კილოგრამები აწუხებდა. ბელგიელი ფეხბურთელი ამ თემის შესახებ L'Equipe-ს ესაუბრა და დასძინა, რომ მალევე დაიკლო.

„დიახ, ეს სიმართლეა. დამალვას არ ვაპირებ. როცა შვებულებაში ვარ, შვებულებაში ვარ. ხუთი კილოგრამი მოვიმატე. მე ისეთი ადამიანი ვარ, რომელიც წონას სწრაფად იგდებს და იმატებს.

18 წლის ასაკში, როცა „ლილში“ ვთამაშობდი, 72 თუ 73 კგ-ს ვიწონიდი. ცუდ დღეებში ჩემი წონა 77 კილოგრამამდეც ადიოდა. ამ ზაფხულს კი 80 კგ ვიყავი, მაგრამ 10 დღეში დავიკელი“.

წონაზე საუბრის გარდა აზარი „რეალში“ გატარებულ პერიოდსაც შეეხო და განაცხადა, რომ ჯერჯერობით საკმარისად კარგად არ თამაშობს.

შეგახსენებთ, რომ ედენმა „სამეფო კლუბის“ მაისურით სადებიუტო გოლი ოქტომბერში გაიტანა და „გრანადას“ კარი აიღო. ბელგიელს „ბლანკოსის“ რიგებში ერთი გოლი და 4 შედეგიანი გადაცემა აქვს შესრულებული.  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები