მესის პელეს 3 რეკორდის დამხობა შეუძლია
Aa
Aa

მესის პელეს 3 რეკორდის დამხობა შეუძლია

ლეო მესის თავისი კარიერის მანძილზე უამრავი რეკორდი აქვს დამხობილი, ამჯერად კი კიდევ 3 მათგანის მოხსნაც შეუძლია, რომლებიც ამ მომენტისთვის პელეს საკუთრებაა.

ფეხბურთის ბრაზილიელ მეფეს „სელესაოს“ მაისურით 77 გოლი აქვს გატანილი, რაც სამხრეთ ამერიკულ ნაკრებთა შორის საუკეთესო შედეგია. მესის ანგარიშზე კი ამჟამად 70 გოლია.

8 გოლის გატანის შემთხვევაში ლეო პელეს რეკორდს დაამხობს.

პელეს კიდევ ერთი რეკორდი ეკუთვნის, რომელსაც მესი ემუქრება. ფეხბურთის მეფეს ერთი კლუბის მაისურით ჩატარებულ შეხვედრებში 643 გოლი აქვს გატანილი, ეს მან „შანტოსში“ შეძლო. მესის კი „ბარსას“ რიგებში 612 ბურთი აქვს შეგდებული. კიდევ 32 გოლიც და რეკორდი დაემხობა.

და ბოლოს - პელეს მესამე რეკორდი, რომელსაც მესი უმიზნებს. ედსონ არანტეს დო ნასიმენტოს „სანტოსის“, „კოსმოსისა“ და ბრაზილიის ნაკრების რიგებში ოფიციალურ შეხვედრებში 757 გოლი აქვს გატანილი, მესის ანგარიშზე კი ამ მომენტისთვის 682 გოლია.

75 გოლიც და ლეო მესამე რეკორდზეც გაიწევს. ამჟამად არგენტინელი 32 წლის არის და მისი სათამაშო სტილისა და შესაძლებლობებიდან გამომდინარე მოსალოდნელია, რომ „ლა პულგა“ ფეხბურთს კიდევ დიდ ხანს ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები