Aa
Aa
20 ნოემბერი 2019  |  11:14

"ევრო 2020"-ის 20 მონაწილე უკვე ვიცით - დარჩენილ ოთხს ერთა ლიგის ფლეი-ოფი გამოავლენს

გუშინდელი სათამაშო დღის შემდეგ „ევრო 2020“-ის შესარჩევი ეტაპიდან ფინალურ ეტაპზე გამსვლელი ოცივე გუნდი გაირკვა.

ინტრიგა მხოლოდ უელსისა და უნგრეთის მატჩში იყო შემორჩენილი, გუნდები ევროპის ჩემპიონატზე გამსვლელს ურთიერთშეხვედრაში არკვევდნენ. ბრიტანელებმა მეტოქეს აშკარად აჯობეს და ორი უპასუხო გოლი გაუტანეს, ორივეჯერ თავი აარონ რემზიმ გამოიჩინა.

ევროპირველობის ფინალურ ეტაპზე უელსელთა დებიუტი 2016 წელს შედგა, გუშინდელი გამარჯვებით კი ისინი აღნიშნულ სტადიაზე ისტორიაში მეორედ გავიდნენ.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, საკვალიფიკაციო ეტაპმა ევროპის ჩემპიონატზე გამსვლელი 20 გუნდი გამოავლინა, დანარჩენ ოთხ საგზურს კი ერთა ლიგის 4 ლიგის გამარჯვებული მოიპოვებს. ტურნირის საპლეიოფო სტადია მარტში შედგება.

აქვე დავამატოთ, რომ „ევრო 2020“-ის ფინალური ეტაპის კენჭისყრა 30 ნოემბერს, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები