Aa
Aa

The Sun: პოჩეტინოს კოუტინიოს დამატება სურდა

ბრიტანული გამოცემა, The Sun იტყობინება, რომ "ტოტენჰემის" მთავარ მწვრთნელს, მაურისიო პოჩეტინოს ფილიპ კოუტინიოს გადაბირება სურდა. როგორც მოგეხსენებათ ზაფხულში "ბარსელონა" ბრაზილიელის ფეხბურთელის იჯარით გასხვისებაზე გახლდათ ორიენტირებული. "კოუს" ბევრი მსურველი ჰყავდა და საბოლოოდ "ბაიერნში" გადავიდა.

The Sun-ის ცნობით პოჩეტინო თვლიდა, რომ კოუტინიო "ტოტენჰემზე" უდიდეს გავლენას მოახდენდა და გუნდს წარმატების მიღწევაში დაეხმარებოდა. "დეზების" ხელმძღვანელობას კი ბრაზილიელი ფეხბურთელის გადაბირება არც უცდია, რამაც არგენტინელი სპეციალისტი განარისხა.

პოჩეტინო კოუტინიოს კარგად იცნობს და მისი საფეხბურთო შესაძლებლობების შესახებ ყველაფერი მშვენივრად მოეხსენება. "ტოტენჰემის" თავკაცი "კოუსთან" ერთად "ესპანიოლში" მოღვაწეობდა. 47 წლის სპეციალისტი დარწმუნებული იყო, რომ ბრაზილიელი ფლეიმეიქერი "დეზებს" უფრო ანგარიშგასაწევ ძალად აქცევდა.

მიმდინარე სეზონში "ტოტენჰემს" სერიოზული პრობლემები აქვს და გუნდს კოუტინიოს მსგავსი ფეხბურთელები ნამდვილად სჭირდება. პოჩეტინომ წარმატების ფორმულას ჯერ ვერ მიაგნო და პოზიციაზე, რომლის შეთავსებაც "კოუს" შეეძლო რამდენიმე მოთამაშის გამწესება სცადა, მაგრამ უშედეგოდ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები