შვეიცარია-საქართველოს ჰოლანდიელები იმსაჯებენ
Aa
Aa

შვეიცარია-საქართველოს ჰოლანდიელები იმსაჯებენ

შვეიცარიისა და საქართველოს ნაკრებთა შეხვედრას ჰოლანდიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი არბიტრი დენი მაკელი იქნება, რომელსაც მარიო დიკსი და ჰესელ შტეეგსტრა დაეხმარებიან, მეოთხე სათადარიგო რეფერის ფუნქციას კი კევინ ბლომი შეასრულებს.

მაკელი 36 წლისაა და ფიფა-ს კატეგორიის რეფერი 2011 წლიდანაა, იგი ამავე პერიოდიდან უეფა-ს ელტარულ მსაჯთა კატეგორიაშია, რაც ევროპაში არბიტრთა შორის უმაღლესი საფეხურია.

შეგახსენებთ, რომ გუნდებს შორის თბილისში გამართული მატჩი შვეიცარიელებმა 2:0 მოიგეს, გოლები ცუბერმა და ზაკარიამ გაიტანეს.

საქართველოს ნაკრებისთვის წლის ბოლო ოფიციალური შეხვედრა 15 ნოემბერს, თბილისის დროით 23:45 საათიდან, სენტ გალენში მდებარე არენა "კიბუნპარკზე" ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები