Aa
Aa

"ელ კლასიკო" განახლებული სუპერ თასის ფინალში?

ესპანეთის სუპერ თასის ახალი ფორმატით ჩატარების პირველსავე წელს, შესაძლოა, ფინალურ ეტაპზე "ბარსელონასა" და "რეალის" დაპირისპირება ვიხილოთ.

გამართული კენჭისყრის შედეგად გაირკვა, რომ ტურნირის 1/2 ფინალში, 8 იანვარს, "რეალი" "ვალენსიას" წინააღმდეგ ითამაშებს, ხოლო 9 იანვარს ერთმანეთის პირისპირ "ატლეტიკო" და "ბარსელონა" წარსდგებიან. როგორც ნახევარფინალური, ასევე ფინალური სტადია საუდის არაბეთში შედგება.

ნახევარფინალისტი გუნდები 9-9 მილიონ ევროს ავტომატურად მიიღებენ, ფინალში გასვლისთვის კი მათი ჯამური ბონუსი 12 მილიონი ევრო გახდება. ფინალი 12 იანვარსაა დაგეგმილი.

დღეს მადრიდში გამართულ კენჭისყრას, კლუბების ოფიციალური წარმომადგენლების რანგში, სერხიო ბუსკეტსი, სერხიო რამოსი, საულ ნიგესი და ხოსე გაია დაესწრნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები