Aa
Aa

ვენგერი: "ჩვენ მესისა და პიკეს შეძენა გვინდოდა"

„არსენალის“ ექს-თავკაცმა, არსენ ვენგერმა განაცხადა, რომ სესკ ფაბრეგასის წარმატებული გამოსვლის შემდეგ, „მეთოფეებს“ ლიონელ მესისა და ხერარდ პიკეს გადაბირება სურდათ.

ესპანელი ნახევარმცველი „არსენალს“ 2003 წელს „ბარსელონას“ ახალგაზრდული გუნდიდან შეუერთდა და მცირე დროში ლონდონელთა ერთ-ერთ ლიდერად იქცა. ფაბრეგასის ბრწყინვალე ასპარეზობის შემდეგ „მეთოფეები“ „ლა მასიას“ ორი აღზრდილის, ლიონელ მესისა და ხერარდ პიკეს შეძენით დაინტერესდნენ.

„ჩვენ მათი გადაბირება ვცადეთ, მაგრამ მესის შეძენასთან ახლოსაც არ ვყოფილვართ. რა თქმა უნდა პიკეს, ფაბრეგასის და მესის გაფორმება გვინდოდა, მაგრამ ლიონელი მაშინ უკვე საკმაოდ მნიშვნელოვანი ფიგურა გახლდათ“.

„არ დაგავიწყდეთ, რომ 2006 წელს, როცა ჩემპიონთა ლიგის ფინალში ბარსელონას დავუპირისპირდით, მესის ტრავმის გამო არ უთამაშა. ეს 13 წლის წინ მოხდა და ლიონელი მაშინ უკვე ძირითადი შემადგენლობის წევრი გახლდათ“.

„საოცარია ყველაფერი, რაც ამ ბიჭმა გააკეთა“.

მესისა და პიკეს გარდა ვენგერმა თავის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ იგი „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელის ვაკანტური პოსტის დაკავების მთავარი კანდიდატი არ გახლავთ და არც არასდროს ყოფილა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები