უცნაური შემთხვევა: ჰონდა კამბოჯის ნაკრებიდან ''ვიტესში'' წავიდა
Aa
Aa

უცნაური შემთხვევა: ჰონდა კამბოჯის ნაკრებიდან ''ვიტესში'' წავიდა

თანამედროვე ფეხბურთისთვის ძალიან უჩვეულო რამ მოხდა. იაპონელმა კეისუკი ჰონდამ, რომელიც კარიერის დასრულების შემდეგ კამბოჯის ეროვნულ გუნდს წვრთნიდა, პოსტი დატოვა და ფეხბურთელის კარიერა განაახლა.  33 წლის იაპონელმა კონტრაქტი არნემის ''ვიტესთან'' სეზონის ბოლომდე გააფორმა.

ჰონდასთვის ''ვიტესი'' პირველი ჰოლანდიური გუნდი არაა. 2008-09 წლებში აზიელი შემტევი ''ვენლოს'' ღირსებას იცავდა. ფეხბურთელისთვის ''ვენლო'' პირველი უცხოური კლუბი იყო, რის შემდეგაც მოსკოვის ცსკა-ში, იტალიურ ''მილანში,'' მექსიკურ ''პაჩუკასა'' და ავსტრალიურ ''მელბურნში'' ასპარეზობდა.

2008-18 წლებში ჰონდამ იაპონიის ეროვნულ გუნდში 98 მატჩი ჩაატარა და 37 გოლი შეაგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები