Aa
Aa

"ატლეტიკოს" ხელმძღვანელობამ სიმეონეს მოთხოვნა დააკმაყოფილა

როგორც ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა "L'Equipe" იუწყება, საფრანგეთის ნაკრებისა და მადრიდის "ატლეტიკოს" თავდამსხმელი, ანტუან გრიზმანი "როხიბლანკოსთან" კონტრაქტს 1 წლით გაახანგრძლივებს.

გრიზმანს, მიმდინარე კონტრაქტი კლუბთან 2020 წლამდე აქვს გაფორმებული. შეთანხმების შემთხვევაში კი, ფეხბურთელი "ატლეტიკოს" რიგებში 2021 წლამდე დარჩება.

25 წლის ფრანგი, მადრიდული კლუბის რიგებში 2014 წლიდან ასპარეზობს. ესპანეთის ჩემპიონატის გასულ სეზონში გრიზმანმა 38 მატჩში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 22 გოლის გატანა მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ "ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა, სიეგო სიმეონემ კლუბის ხელმძღვანელობას ანტუან გრიზმანის შენარჩუნება მკაცრად მოსთხოვა და როგორც ჩანს, აღნიშნული გადაწყვეტილებაც სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები