ლეგენდარული ევანდერ ჰოლიფილდის შვილმა ევანმა სადებიუტო ბრძოლა 16 წამში მოიგო!
Aa
Aa

ლეგენდარული ევანდერ ჰოლიფილდის შვილმა ევანმა სადებიუტო ბრძოლა 16 წამში მოიგო!

ლეგენდარული ევანდერ ჰოლიფილდის შვილმა 22 წლის ევან ჰოლიფილდმა თავისი სადებიუტო ბრძოლ ზეეფექტურად მოიგო.

ლას ვეგასში გამართული ბრძოლისას ევანმა მისი მეტოქე ნიკ უინსტედი 16 წამში დააგდო და ყველაფერი დაასრულა.

ამას ცოცხალი ლეგენდა მსოფლიოს 5 გზის ჩემპიონი მძიმე წონაში ევანდერ ჰოლიფილდი წინა რიგებიდან თავისი თვალით ხედავდა.

ევან ჰოლიფილდს ყოფილი მოკრივე მორის უოტკინსი ავარჯიშებს. მან ბრძოლის შემდეგ პრესასთან ისაუბრა 22 წლის მოკრივე შესანიშნავად დაახასიათა:

„მას ბრძოლა შეუძლია და დარტყმაც კარგად გამოსდის. ის ძალიან სწრაფია. ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი მოკრივეა ვინც ჩემი კარიერის მანძილზე მინახავს.

ჩვეულებრივ, როდესაც შენ სწრაფი მოკრივე ხარ, ძლიერი დარტყმა არ გაქვს, ხოლო თუ ძლიერად ურტყამ სწრაფი არ ხარ - მას ეს ორივე თვისება აქვს.

ევანი ასევე ფლობს საოცარ უნარს, რომ აიცილოს მეტოქის დარტყმები. ამ ყველაფრიდან გამომდინარე ის ნებისმიერი მწვრთნელისთვის საოცნებო მოკრივეა.

ვფიქრობ მას ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ ლეგენდარული მამის მიღწევა გაიმეოროს, ან საერთოდ მეტსაც მიაღწიოს“.

ცხელი ამბები