ჩაკვეტაძე: კარგი განწყობა და დაბრუნების მოლოდინი
ბელგიური ''გენტის'' 20 წლის ქართველი ტალანტი გიორგი ჩაკვეტაძე მძიმე ტრავმის შემდეგ სარეაბილიტაციო კურსს გადის. ''გენტის'' პრესსამსახურმა Instagram-ზე ვიდეო ატვირთა, საიდანაც ვიგებთ, რომ რეაბილიტაციის კურსი კარგად მიმდინარეობს და ქართველი ტალანტი კარგ განწყობაზეა.
View this post on Instagram
ფეხბურთელი, რომელმაც ''გენტთან'' ახალი კონტრაქტი 2023 წლამდე გააფორმა, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მოედანს სავარაუდოდ მიმდინარე წლის მიწურულს დაუბრუნდება.
მუხლის ტრავმის გამო ჩაკვეტაძეს მიმდინარე წლის 21 აპრილის შემდეგ არ უთამაშია. ფეხბურთელს ოპერაცია 2 მაისს ანტვერპენში ჩაუტარდა და მას შემდეგ სარეაბილიტაციო კურსს გადის.
2017 წლის ზაფხულში ჩაკვეტაძე თბილისის ''დინამოდან'' ''გენტში'' გადავიდა. მას შემდეგ ბელგიური კლუბის რიგებში ყველა ტურნირის ჩათვლით 50 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი შეაგდო და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა.