Aa
Aa

"ლესტერის" ერთ-ერთ ლიდერს "პარი სენ ჟერმენში" თამაში სურს

საფრანგეთის ნაკრებისა და "ლესტერ სიტის" ნახევარმცველი, ნ'გოლო კანტე "პარი სენ ჟერმენში" გადასვლასთან საკმაოდ ახლოსაა. ამის შესახებ ინფორმაციას "Le Parisien" ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ პარიზულ გუნდში კარიერის გაგრძელება თავად ფეხბურთელს სურს. რამდენიმე ხნის წინ კანტემ განაცხადა, რომ საკუთარი მომავლილ შესახებ გადაწყვეტილებას ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ მიიღებდა. თუმცა ფეხბურთელის "პარი სენ ჟერმენში" გადასვლის სურვილი იმდენად დიდია, რომ ინფორმაცია აქედანვე საჯარო გახდა. იმ შემთხვევაში, თუ "პარი სენ ჟერმენი" კანტეს დამატებას გადაწყვეტს, შეიხებს "ლესტერისთვის" 25 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ, რაც მათთვის არავითარ პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს.

"პრემიერლიგის" გასულ სეზონში კანტემ "ლესტერის" მაისურით 37 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 1 გოლისა და 4 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა. შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელის შეძენით "მანჩესტერ სიტი", ლონდონის "არსენალი" და ლონდონის "ჩელსიც" არიან დაინტერესებულნი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები