ზიდანი: მე აქ აუცილებლად დავბრუნდები
Aa
Aa

ზიდანი: მე აქ აუცილებლად დავბრუნდები

როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე ხნის წინ ზინედინ ზიდანმა, ქალაქ ტურინში საკუთარი საფეხბურთო აკადემია გახსნა. გახსნის ცერემონიის შემდეგ, მან ბევრ საკმაოდ საინტერესო თემებზე ისაუბრა, ხოლო ერთ-ერთ მომენტში, "იუვენტუსის" ქომაგთათვის საკმაოდ სასიამოვნო რამ განაცხადა.

"მე "იუვენტუსთან" ძალიან ბევრი დადებითი ემოცია მაკავშირებს. "ბიანკონერი" ჩემს გულში სამუდამოდ დარჩა და სწორედ ამიტომ, ერთხელაც მე ამ კლუბში აუცილებლად დავბრუნები და სიამოვნებით ვიმუშავებ. უკანასკნელ პერიოდში "იუვენტუსი" აშკარად აღმავლობის გზაზე დგას. "ბიანკონერი" იტალიაში ყველაფერს იგებს, ხოლო "ჩემპიონთა ლიგაზე" შედეგებს წლიდან წლამდე აუმჯობესებს. მჯერა, რომ უახლოეს პერიოდში ტურინელები მსოფლიოს ნომერ პირველ საკლუბო ტურნირსაც მოიგებენ" - განაცხადა ზინედინ ზიდანმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები