კონტეს პირველი ტრანსფერი
Aa
Aa

კონტეს პირველი ტრანსფერი "ჩელსიში" ცნობილია?

ბრიტანული სპორტული გამოცემების ცნობით, ტურინის "იუვენტუსის" შვეიცარიელმა მცველმა სტეფან ლიხტშტაინერმა ლონდონის "ჩელსისთან" სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა იგი კარიერას "სტემფორდ ბრიჯზე" გააგრძელებს.

ჯერ ერთი რომ დანი ალვეშის "იუვეში" გადასვლა პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რაც ლიხტშტაინერისთვის მაინცდამაინც პოზიტიური ამბავი არ უნდა იყოს და მეორე და მთავარი, ანტონიო კონტე შვეიცარიელს ენდობა და რაღა თქმა უნდა, ტრანსფერის ინიციატორი თავად აპენინელი სპეციალისტია.

ეს კი, ბუნებრივია, 99%-იანი ალბათობით, განაპირა მცველს მუდმივ სათამაშო პრაქტიკას უქადის და აქედან გამომდინარე, მისი ტრანსფერზე თანხმობაც აბსოლუტურად გასაგებია. 

32 წლის ლიხტშტაინერი "იუვეში" 2011 წლიდან თამაშობს და 148 შეხვედრაში 11 გოლი აქვს გატანილი. შვეიცარიის უპირველეს გუნდში კი მისი მონაგარი 80 კეპი და 5 ზუსტი დარტყმაა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები